ბენისი, წმ. გიორგის ეკლესია
| დასახლება: | ნასოფლარი ბენისი, კასპის მუნიციპალიტეტი |
| მდებარეობა: | საქართველო, შიდა ქართლი |
| სახელდება: | წმ. გიორგის |
| სახეობა: | ნაშენი |
| ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, დარბაზული |
| თარიღი/პერიოდი: | IX ს. |
| აღდგენა/განახლება: | X საუკუნის მეორე ნახევარი; გვიანი შუა საუკუნეები |
| მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |

IX საუკუნეში აგებული ეკლესია რამდენჯერმე განუახლებიათ და აღუდგენიათ; ამის შედეგია ჩრდილოეთი მინაშენი, აგრეთვე, სამხრეთ-დასავლეთით აღმართული სამრეკლო. X საუკუნის მეორე ნახევრისთვის, ნაგებობის განახლებისას, ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავსართად, განათავსეს საქტიტორო რელიეფი ვრცელი წარწერით (ტექსტი ამჟამად დაზიანებულია), ხოლო ინტერიერი ანიკონური დეკორით გამშვენდა.


