1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ერწოს სიონის მოხატულობა. მეორე...

ერწოს სიონის მოხატულობა. მეორე ფენა

ნაგებობა: ერწოს სიონი
მოხატულობის ფენა: მეორე ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

მოხატულობის მეორე ფენა, სავარაუდოდ, მხოლოდ ბაზილიკის საკურთხეველს ამკობდა.

 

საკურთხეველი

კონქში უფლის დიდების კომპოზიციის მოკლე სახესხვაობა იყო წარმოდგენილი. ორნამენტით გამშვენებული ძელებით და მცენარეული ორნამენტული სახებით ნაქარგი ბალიშებით გაფორმებულ საყდარზე დაბრძანებულ ქრისტეს მარჯვენა კურთხევად ჰქონდა ამართული. მის მარჯვნივ გამოსახული იყო ოთხხატედი (გაირჩეოდა მხოლოდ ლომისა და ხარის გამოსახულება), ხოლო მარცხნივ – სერაფიმი. უფლის საყდრის ორივე მხარეს, კონქის კიდეებზე გამოსახული იყო ლოროსით მოსილი მთავარანგელოზის თითო ფიგურა.


ბიბლიოგრაფია

რენე შმერლინგი, “საქართველოს უძველეს ფრესკულ მოხატულობათა დათარიღების საკითხისათვის”, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის VIII სამეცნიერო სესია, მოხსენებათა თეზისები (თბილისი, 1954), 18.

Татяна Шевякова, “К вопросу о возникновении и характере фресковых росписей в Грузии VIII-IX вв.”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე 1 (1962), 262.

Татяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 18.